,,გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს სააკაშვილს”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი განმარტებებს ითხოვს, რატომ აუკრძალეს მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა. ამასთან, ადვოკატი ითხოვს, დროულად გაიმართოს პროცესები.

,,ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს და სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა. იმიტომ რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები, ამიტომ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდე 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს. გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, ზუსტად მაგ შეკითხვით… შაბათ-კვირას ადვოკატი არ შეუშვეს, რაც ამდენი ხანი არ ყოფილა და წერილები არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ნორმები, ისიც გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს ამ ადამიანს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები