ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – დაიღუპა ორი ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ავარია გამთენიისას, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები