რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, კიევმა უნდა შეასრულოს მოსკოვის შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ საკითხს რუსეთის არმია გადაწყვეტს.
„ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, კარგად არის ცნობილი მტრისთვის. საქმე მარტივია: შეასრულეთ ისინი თქვენივე სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, კონფლიქტის ხანგრძლოვობასთან დაკავშირებით ბურთი “ვაშინგტონისა და მისი რეჟიმის მოედანზეა”. ლავროვის აზრით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში შეაჩერონ “უშედეგო წინააღმდეგობა”.