მესი, ნეიმარი, კვარაცხელია – ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრებშია

ცნობილმა გამოცემა Goal.com  ევროპის ტოპ 5 ლიგის 2022 წლის სეზონის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს. რჩეულ 11 მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელია,  მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაასახელეს. გამოცემა goal.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კლუბში გადასვლა წლის ტრანსფერად აღიარა.

ევროპის ტოპ 5-ის სიმბოლურ ნაკრები ასე გამოიყურება:

ბრაის სამბა (ნოტინგემ ფორესტი)

კირან ტრიპიერი (ნიუკასლი)

კიმ მინ ჯეე (ნაპოლი)

უილიამ სალიბა (არსენალი)

ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

ლიონელ მესი (პსჟ)

ნეიმარი (პსჟ)

ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

მსგავსი თემები