,,სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ”- მიხაილ ხადარკოვსკი

,,სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ახლა ის პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ,” – ამის შესახებ რუსეთიდან განდევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი „ტვიტერზე“ წერს.

„მიხეილ სააკაშვილის ფანი არ ვარ, მაგრამ ის ახლა პოლიტპატიმარია და მე მის მხარეს ვარ. ბავშვობიდან მახსოვს ჩემი აღქმა საქართველოს მცხოვრებლებზე, როგორც ძალიან კარგ ხალხზე. ისინი საერთოდ არ ჰგავდნენ სტალინს ან ბერიას. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა უბრალოდ სირცხვილია“, – წერს ხადარკოვსკი.

მსგავსი თემები