გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში.

რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.

მსგავსი თემები