გიორგი მუმლაძე და მისი მხარდამჭერები უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ – დღეს სამოქალაქო აქტივისტები 18:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივლენ და სალომე ზურაბიშვილის საახალწოდ მორთულ რეზიდენციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით კიდევ ერთ ღამეს გაათენებენ.
დღეს დილიდან აქტივისტები ზურაბიშვილის სახლთანად მივიდნენ, თუმცა პრეზიდენტი მათთან შესახვედრად არ გასულა.
როგორც გიორგი მუმლაძე ამბობს, პროტესტის მიზანი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩეენაა, რომლის ერთადერთი და ამ მოცემულობით ყველაზე რეალისტური ბერკეტი სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელშია.
“მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, აი, მის სახლთან ვართ ახლა, მოგაკითხავთ ყველგან და იცოდეთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას არ გაპატიებთ”, – თქვა გიორგი მუმლაძემ.