„ნაციონალური მოძრაობის” დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მეტს ილაპარაკებს საპროტესტო აქციებზე, მით უკეთესი იქნება საერთო ფონისთვის.

„ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები