,,ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ, პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკებებით სრულდება.
„ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე უარს კიევი ამბობს.
„რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – განაცხადა პუტინმა.