სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, მარიუპოლში, სტაროკრიმსკის სასაფლაოზე რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს. სააგენტოს ცნობით, ეს ზუსტი მონაცემები არ არის.
„ასოშიეთიდ პრესის“ განმარტებით, საფლავებს უპილოტო საფრენი აპარატებით ითვლიდნენ. მათივე თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შესაძლოა, 25 000-ზე მეტი იყოს.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლის ალყის დროს 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.