,,პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ. მისი თქმით, პოლონელებსა და იტალიელებს „რეალური დემოკრატია სურთ“ და არა „ევროპული სუპერსახელმწიფო“.

„სამშობლოთა ევროპა და არა ევროპული სუპერსახელმწიფო. ჩვენ, ორივე, ვეთანხმებით ამას. პოლონელები და იტალიელები დაიღალნენ ევროპული ბიუროკრატიის დიქტატით და რეალური დემოკრატია სურთ. ჩვენ გვინდა, განვაახლოთ ევროკავშირი მის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაბრუნებით“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტული პოლიტიკა არის საფრთხე არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

როგორც მორავეცკი აღნიშნავს, ვარშავასა და რომს „ევროკავშირის განახლება უნდათ“.

 

მსგავსი თემები