,,ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ”- ირაკლი ზარქუა

,,შეიძლება ერთმანეთს პირადად რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს პოლიტიკაში „მოსულა“, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახისა და შვილების ხსენება არის წითელი ხაზი, რომელიც არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გადალახოს.

„ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსიროს, მაგრამ როცა ოჯახის და ბავშვებს ხსენება მიუღებელი და დასაგმობია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არავინ არ უნდა გადავლახოთ. ეს მიუღებელია, ეს სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ, მათ შორის, იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც. კი ბატონო, შეიძლება, პირადად ერთმანეთს რაღაც ზედმეტი ვუთხრათ, ვაკადროთ, ეს „მოსულა“ პოლიტიკაში, მაგრამ ოჯახის და ბავშვების სახელის ხსენება არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს უნდა იცოდეს ყველამ”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ”.

მსგავსი თემები