ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა – არიან დაშავებულები

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ბინადრობდა.

არსებული ინფორმაციით, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.

სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია.

 

მსგავსი თემები