,,სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა”- რატი ბრეგაძე ”ნაციონალურ მოზრაობაზე”

,,ეს ხალხი გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, „ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხი“ უწოდა.

„სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკა არის ყველაზე კარგი ინდიკატორი ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებისა. დღეისათვის საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 138 საქმე განიხილება, რაც ისტორიული მინიმუმია. აუცილებელია შედარების გაკეთება, რათა არ დაგვავიწყდეს ისტორია. 2011-2012 წლებში სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 ათასიდან 4 ათასამდე საქმე. ესაა ის სტატისტიკა, რომელიც მეტყველებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში. მართლა პარადოქსია – ეს ხალხი გარბის დარბაზიდან, რადგან მათ სათქმელიც არაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი, წყევლა-კრულვით აღსავსე პერფორმანსისა. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და შესაბამისად, გარბიან დარბაზიდან. მედიას შეუძლია აჩვენოს ცარიელი სკამები, ამ ძალით ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხისა, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ცარიელი სკამებიც ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს მიმართ მათ მიდგომებზე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები