,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში”- ხაბეიშვილი

,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რატი ბრეგაძეს დღეს ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს.

,,რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში. არ დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი ციხეში უნდა მოკლას და მისი უფლებები დაარღვიოს მუდმივად, პუტინს ჩააბაროს ანგარიში, “აღლიცინოს” რუსული პროპაგანდა, ეს ისწავლა გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა?! დღეს რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა, რომ თურმე ვინმე ოროსანია, თავისკენ მოიკითხოს ოროსნებიც და მკვლელებიც. მან და იმ ადამიანებმა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველგან შეექმნებათ პრობლემა ამ ქვეყანაში, მათ არ ექნებათ მოსვენება არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. რატი ბრეგაძეს დღეს ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული მანიაკი და მკვლელი, რომელიც იმ გასაჯაროებული კადრების შემდეგ ბედავს და მოდის პარლამენტში,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები