,,თუკი გსურდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება, თქვენ ეს უკვე გააკეთეთ”- ლიზა იასკო

,,მიხეილ სააკაშვილის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და თუ ვინმეს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ის კარგადაა ამ საავადმყოფოში, ამან არ იმუშავა. ამ ვიდეოთი შეგიძლიათ გაახაროთ რუსული აგრესია,”-  ამის შესახებ ლიზა იასკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება დანაშაულია.

„ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამაზე საუბარი, არ შემიძლია ამ ფოტო და ვიდეომასალის გაზიარება, ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ამის დაშვება. მინდა მივმართო ქართველებს, მათ, ვინც მიხეილს დასცინის და მათ, ვინც გადაწყვიტეს ამ ვიდეოს გავრცელება. ეს არის დანაშაული, ეს არის ნამდვილი დანაშაული – ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნება. თუკი გსურდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება, თქვენ ეს უკვე გააკეთეთ ბევრი სხვადასხვა გზით. ამის ნახვა დიდი დამცირებაა. ჩვენ უკრაინელები, მე, როგორც ადამიანი, რომელიც ვზრუნავ მასზე, ვზრუნავ და ვწუხვარ იმაზე, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში ხდება, ვზრუნავ და ვშფოთავ ადამიანის უფლებებზე, ადამიანებზე, ვერ გავჩუმდები. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია ხმის ამოღება ამ საშინელ უსამართლობაზე, გთხოვთ, გააკეთეთ ეს ახლავე. საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილზე, საუბარია უსამართლობაზე, დამცირებაზე, საუბარია ამორალურობაზე და კანონის უპატივცემულობაზე. მას სჭირდება მკურნალობა ნორმალურ პირობებში საზღვარგარეთ. ამ ვიდეოს შემდეგ, კიდევ მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს. არ ვაპირებ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში არის ისეთ ფორმაში, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ვინმემ უნდა მიიღოს ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაიგზავნოს. მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და თუ ვინმეს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ის კარგადაა ამ საავადმყოფოში, ამან არ იმუშავა,”- აღნიშნავს ლიზა იასკო.

მსგავსი თემები