,,ჩვენ თუ უნდა დავისაჯოთ ტოტალიტარული, სადისტური რეჟიმის მოშორებისთვის, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ”- ჯუანშერ ბურჭულაძე

,,თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ,”– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, ქართველის ხალხის ნების საწინააღმდეგო ნარატივია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი, გვარამია უნდა გათავისუფლდნენ.

„მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო ნარატივი. არ შეიძლება, ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული, სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები