,,ბრეგაძის წინააღმდეგ მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძრას”-შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

ხაჭაპურიძის თქმით, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

“კადრები დასტურია იმისა რასაც თვეებია ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი. მეორე – როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით თავად აჩვენეს. მე გეტყვით სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა. გუშინ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვიეს. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს კადრები არის იმის დამადასტურებელი რაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ. მე სულ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის აზრებს ახსნა მოვუძებნო. მათ მიზანი ჰქონდათ, რომ საზოგადოებისთვის ჩვენების წინ ეჩვენებინათ, რომ ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულანტობს, მაგრამ სად არის იქ სიმულანტობა? კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გადავაგზავნი მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით: პენიტენციურ სამსახურზე, და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები