,,დემოკრატიული გარდაქმნები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს”- არჩილ თალაკვაძე

,,დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებს მაშინ აქვს აზრის, როდესაც ის არის სამართლიანი.

,,რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასეთი განცხადებები პირველად არ გვესმის და როგორც წინა შემთხვევებში, დღესაც ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე ხდება აპელირება სანქციებზე. ხდება უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა ბიძინა ივანიშვილზე. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, სანქციებს აქვს აზრი მაშინ, როცა ის არის სამართლიანი. ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, შეუძლებელია სიმართლე იყოს. ვინაიდან ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში მოხდა პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებები დაბრუნდა მთავრობის დღის წესრიგში, მედია გახდა თავისუფალი, ბიზნესი და საკუთრება გახდა დაცული, პარლამენტი გახდა პლურალისტური და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული ინსტიტუტები დაუბრუნდა თავის ფუნქციებს. ამიტომ ეს დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია იყოს სანქცირებული. თან დღეს ეს ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მეორეს მხრივ, ალოგიკურია, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ხდება პოლიტიკური შეტევა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პროგრესსა და წინსვლას ვერ შეაჩერებს. „ქართული ოცნება” საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები