ჯანმომ ჩინური ვაქცინის ავტორიზაცია გადადო და დროს ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მომავალ კვირას შეიკრიბება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩინური ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარი ანჯელა სიმაო აცხადებს, დასკვნა სწორედ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„საგანგებო მოხმარებისთვის დასამტკიცებლად ვაქცინების შეფასებას ახორციელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა საგარეო ჯგუფი. მომავალ კვირას  ჯგუფი იკრიბება „სინოვაკის“ შესაფასებლად. მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ ბაზარზე ჩვენ გვქონდეს დამტკიცებული უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები. გვაქვს ბევრი არასტაბილურობა ვაქცინების მომარაგებაში, მათ შორის ინდოეთში. ამიტომ, გვჭირდება მეტი ვაქცინა ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რათა გამოიყენებოდეს საერთაშორისო მიწოდებისთვის. მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ამ სამი ვაქცინის საბოლოო შეფასება“ – განაცხადეს ჯანმოში.

მსგავსი თემები