თურქეთში სამომხმარებლო ფასები 73.5%-ით გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასები, გასულ წელთან შედარებით, 73.5%-ით გაიზარდა. ხოლო თვიურმა ინფლაციამ თითქმის 3%-ს მიაღწია.

თურქეთში ინფლაციის დონე სწრაფი ტემპით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის ამხელა მაჩვენებელი 1998 წლიდან მოყოლებული არ დაფიქსირებულა. ენერგოკრიზისისა და საკვებზე ფასების მატების ფონზე, თურქეული ლირაც გაუფასურდა. ამას ხელი ქვეყნის შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ინფლაციასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია უკავია. იგი მხარს უჭერს თეორიას, რომ ინფლაციას მაღალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებს და არა – პირიქით. ამიტომ, ლირის გაუფასურებისა და ფასების გაზრდის რისკების მიუხედავად, თურქეთის ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდის. ამ მიდგომამ ლირის დოლართან მიმართებით სრული გაუფასურება გამოიწვია.

მსგავსი თემები