“კორონავირუსით ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა” – თამარ გაბუნია

ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა.

„რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი, ამ 3 500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები