,,რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან”-ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით,  დასავლეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ან ბიზნესი ტერორისტულ სახელმწიფოსთან.

“წარსულმა და აწმყომ აჩვენა, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, ჩვენ ამას მკაფიოდ ვამბობთ ამ რეზოლუციაში და ამას უნდა ჰქონდეს შედეგები. ტერორისტული სახელმწიფო – რუსეთი, უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან ან ვაკეთოთ მათთან ბიზნესი” – აღნიშნა ფოტიგამ.

ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო.

მსგავსი თემები