„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა

„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციაზე არ გამოჩენილან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება არ იყო მათი მხრიდან დაგეგმილი და მათთვის ეს ფორმატი უცნობია.

აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქართველი ერის პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხია.

მსგავსი თემები