,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი”- კახა კალაძე

,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი,”-  ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, რომლის თქმითაც, არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს.

,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ”- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც ბრალი მიუძღვის და ჩადენილი აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა ის წლები, რა ხდებოდა ქვეყანაში თავისუფლების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მე მგონია, რომ ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს“, – აღნიშნავს კალაძე.

მსგავსი თემები