მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს

მიუნხენის 2023 წლის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ხელმძღვანელი, კრისტოფ ჰეუსგენი „ტვიტერში“ ავრცელებს.

მისი თქმით, ისინი პლატფორმას რუსულ პროპაგანდას არ დაუთმობენ.

,,რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და გადასახლებულებთან ერთად – მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს,”- წერს ფიუსგენი.

მიუნხენის 2023 წლის კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის ერთი წლისთავი იქნება.

მსგავსი თემები