გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომს, სულ მცირე 6595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 189 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის 2 575 მამაკაცია, 1 767 ქალი, 172 გოგონა და 206 ბიჭი, ასევე 37 ბავშვი და 1838 ზრდასრული, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.
მხოლოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაიღუპა 95 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 305.
სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაფიქსირდა – 3939 ადამიანი.
გაერო აღნიშნავს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებიდან ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.