Goal-მა 2023 წლისთვის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სია განაახლა, რომლის მიხედვით, “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ხუთი პოზიციით დაწინაურდა და ათეულში მოხვდა.
“ოქროს ბურთის” ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ლეო მესი (პსჟ)
2. ნეიმარი (პსჟ)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)