,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ”- სენატორი

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ,”- ამის შესახებ  -შშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე  სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა გადაიხედოს აშშ-ის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ცდილობს, პოზიტიური როლი ითამაშოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, მაგრამ თავად საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ. ჩვენ ამ ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ, რათა იქ რეფორმები განხორციელდეს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს დახმარება უნდა მივაბათ იმას, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მართალია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ეს არ არის კარგი იდეა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში.

ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ახლა მათ ზურგი აქციეს ამ ვალდებულებას. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ გზებზე, თუ როგორ დავაკისროთ მათ პასუხისმგებლობა ამისთვის, რათა მათ გაიგონ, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მე გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი ეს არ არის, რომ ეს მათი მთავრობის ბრალია, მაგრამ რაღაც მომენტში ხალხმა მეტი პასუხი უნდა მოსთხოვოს თავის მთავრობას,”- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მსგავსი თემები