,,მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს”- ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს.

,,რამდენიმე თვის წინ დაეწყო ტკივილები. მარცხენა ხელი ატროფირებული, პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლდევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს”,- განაცხადა  ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე დააყენონ სასამართლოში შუამდგომლობა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ თუ მოესწრება ტექნიკურად, შუამდგომლობას დააყენებენ.

მსგავსი თემები