,,მთავრობა მიიჩნევს, რომ ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა”- სალოომე ზურაბიშვილი

,,ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტის ჰკითხა, ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ რთულია იმის გაგება, ვის მხარეს არის საქართველო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას.

„სრულად უკრაინის გვერდით – რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში. თქვენ თუ ჩამოხვალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა,,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ,”მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!”

„ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ახლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“.

 

მსგავსი თემები