გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

,,გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა ” –  ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გაეროს ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში ჩაიტანა საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები, საწოლები და მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები.

,,ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოახერხეს. ტვირთი გადასაზიდად სამი დღის წინ იყო მზად, თუმცა გათავისუფლების ოპერაციის ოფიციალურ დასრულებას ელოდა”- ვკითხულობთ ,,ბიბისის” ინფორმაციაში.

გაეროს თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ შემოტანილი დახმარება საკმარისი იქნება ხერსონის 6000 მცხოვრებისთვის. ქალაქის სამედიცინო ცენტრი მომდევნო თვეში 1000-ზე მეტი პაციენტისთვის მედიკამენტებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქალაქში არ არის წყალი და დენი. დაზიანებულია კომუნიკაციები, მაღაზიებში საკვები იწურება, აფთიაქებში კი მედიკამენტები.

მსგავსი თემები