პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის ცოლს, მედნი კადიროვას “გმირი დედის” წოდება მიანიჭა 

“ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს, მედნი კადიროვას “გმირი დედის” წოდება მიანიჭა” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია RBC ავრცელებს.

გამოცემის განცხადებით, მედნი კადიროვა ამ სტატუსით რუსეთის პირველი “გმირი დედა” გახდა.

”კადიროვასთან ერთად, საპატიო წოდება იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის მცხოვრებს, ოლგა დიახტერენკოს მიანიჭეს. ორდენთან და სიგელთან ერთად, წოდების გადაცემისას “გმირი დედები” ერთჯერადად 1 მილიონ რუბლსაც იღებენ” – წერს რუსული გამოცემა.

ცნობისთვის, წოდება იმ ქალებს ენიჭებათ, რომლებიც 10 და მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან.

მსგავსი თემები