„არ ვეძებ კონფლიქტს“ – ჯო ბაიდენი 

„ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და ღირებულებებს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი  კუნძულ ბალიზე, ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.  აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ძლიერ კონკურენციას აპირებს, თუმცა, არა კონფლიქტს.

„მე ვაპირებ კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას“ – ასეთია ჯო ბაიდენის გზავნილი.

მისი განცხადებით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ღია და გულწრფელი იყო.

„ჩვენ გვქონდა ღია და გულწრფელი საუბარი ჩვენი ზრახვებისა და პრიორიტეტების შესახებ. ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ ადამიანის საყოველთაო უფლებებს და დავიცავთ საერთაშორისო წესრიგს, მყარად ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა მედიასთან.

მან „ცივი ომის“ საკითხზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ჩინეთთან ცივი ომი არ იქნება.

 

მსგავსი თემები