,,ევროკომისიამ დააწესა პირობები, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი”- იან ლიპავსკი

,,ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ,ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი” – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა იყოს აქტიური.

„ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური. სხვა მხრივ, ხმამაღლა ვაუბრობ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირში, იყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მსგავსი თემები