სასიკვდილო განაჩენი

ირანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა პირს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს – აღნიშნულ ინფორმაციას BBC თეირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეირანის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ცეცხლი წაუკიდა სამთავრობო ობიექტს და დამნაშავე იყო „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“.

Iran Human Rights დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისა და ზომების მიღებისკენ მოუწოდა

„სასამართლომ დღესვე 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ხუთ ადამიანს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ბრალდებით”- წერს „ბიბისი“.

 

მსგავსი თემები