რუსეთი ყაზახეთს ტვირთების სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთხოვს

რუსეთის რკინიგზა  ყაზახეთს ტვირთების სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის რკინიგზამ ყაზახ კოლეგებს სატრანზიტო ტარიფის შემცირება ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა.

მაღალი სატრანზიტო ტარიფის გამო, რუსული მარცვლული არ მიეწოდება უზბეკეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთსა და ჩინეთს, ამასთან, გარკვეული სირთულეებია ავღანეთში ექსპორტთან დაკავშირებითაც.

როგორც რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, ყაზახეთის გავლით ტრანზიტი რუსეთს სჭირდება, რადგან ბევრ ქვეყანას სანქციები აქვს დაწესებული.

მსგავსი თემები