,,მანჯგალაძე 10 კაცს თავის დაბადების დღეზე ვერ შეკრებს, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო”- ალუდა ღუდუშაური

,,10 კაცს ვერ შეკრებს თავის დაბადების დღეზე მანჯგალაძე, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო,” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აქციასთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

მისი თქმით, მანჯგალაძემ 100 კაცი რესტორანში შეკრიბოს და მერე გააკეთოს აქცია.

„კარგი ძმაო, „რახამც“ შენ იტყვი-თქო. ჯერ პაატა მანჯგალაძე ვინ არის და მისი დაძახებული ასი ათასი კი არა… პაატა მანჯგალაძეს გადაეცით, რომ 100 კაცი თავის დაბადების დღეზე რესტორანში შეკრიბოს და მერე დაუძახოს ხალხს და მერე გააკეთოს აქცია”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

,,ქუჩაში პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას”- პაატა მანჯგალაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები