ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

,,ჩვენ წინ მივდივართ.  ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამ სიტყვებით, გათავისუფლებულ  ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარებს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინს მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის,  9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ.

 

მსგავსი თემები