Associated Press-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდონეზიაში ჩასვლისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. როგორც წყაროები აცხადებენ, ლავროვი გულის პრობლემებზე მკურნალობდა.
ცნობისთვის, ლავროვი ბალიზე ”დიდი ოცეულის” სამიტს უნდა დაესწროს.