სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

მედიის ინფორმაციით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.

კოსოვოს ხელმძღვანელობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, გააფრთხილებენ და შემდგომი ორი თვის განმავლობაში დაჯარიმდებიან.

სერბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერბეთის არმია სერბეთის მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად.

მსგავსი თემები