სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სამი რაკეტა გაუშვა. „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტები სადავო საზღვაო დემარკაციის ხაზთან ჩამოვარდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, რაკეტის გაშვებამდე ფხენიანმა სამხრეთის მიმართულებით, ერთ დღეში 23 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი სამხრეთ კორეის ქალაქ სოქჩოდან 60 კილომეტრში ჩამოვარდა. ამის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ექვსი ერთეული რაკეტა და 100-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა.

ფხენიანის განმარტებით, რაკეტების გაშვების მიზეზი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებია, რომელსაც სეული ვაშინგტონთან ერთად ატარებს.

 

მსგავსი თემები