„მსოფლიოს მეორე არმია“ თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას“,- ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

„დღეს ძალიან კარგად იმუშავებს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ტერორისტების მიერ სამიზნეებად განსაზღვრული ობიექტების უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. მხოლოდ ამ დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს მოახვედრონ. კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელია დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანიდან მათი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ დრონებთან. ამას ხედავს მსოფლიო. ვხედავთ, რომ „მსოფლიოს მეორე არმია“ უკვე თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან მეორე ასეულში გადაინაცვლოს. ეს ასე იქნება. რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები