„ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე  

კლინიკაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ღებინება და სისუსტე აქვს და ძირითადად წევს.

„მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული. არ მგონია, რაღაცას ეწყინა. კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად იყო და იწვა. რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა.  ექიმებმაც ვერ მითხრეს, მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან.

მისივე ინფორმაციით, უცხოელი ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

 

მსგავსი თემები