,,თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე, გამოჩნდება, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან. მისი თქმით, ახლა ჯერი ,,ქართულ ოცნებაზეა”.

,,თუ “ქართული ოცნება”უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ შექმნაზე, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე და არა საქმის მკეთებელ ადამიანებთან. უნდათ ცრუ პროცესი შექმნან. ეს სიცრუე რომ დავამთავროთ, არის რიგგარეშე სესიის მოთხოვნაზე ოპოზიციის უპრეცედენტო რაოდენობის დეპუტატთა ხელმოწერა. ჯერი ქართულ ოცნებაზეა, ვიცი რას იზამენ, მაგრამ საზოგადოება ნახავს, როგორ მოხდება კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაცია,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი არ ბრაზობს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნას, ხელი არ მოაწერეს.

,,ასეთი ერთობა ოპოზიციას პარლამენტში არც ერთ საკითხზე არ უჩვენებია, რაც შეეხება ორ განმარტოებულ მცირე ჯგუფს, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო ხელი არ მოაწერეს ამას, მე მათზე ვერ გავბრაზდები, რადგან სამშობლოს სიყვარული და საქმის კეთება გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციურ ჯგუფებზე გაბრაზება”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

,,მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სესია”- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები