გერმანია რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს შეწყვეტს

1 აგვისტოდან გერმანია  რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბერს ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. ერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, იორგ კუკისის განცხადებით, რუსულ ნედლეულზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა მარტივი საქმე, თუმცა გერმანია ამას უმოკლეს ვადაში შეძლებს.

,,ნებისმიერმა, ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა მარტივი საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იორგ კუკისიმ.

მსგავსი თემები