„ერთი კულტურა გვაკავშირებს ევროპასთან და ხალხის არჩევანი მნიშვნელოვანია“ – ანდრია ჯაღმაიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

„საპატრიარქოს მხრიდან ყოველთვის იყო ხაზგასმული, რომ ქართველი ერის არჩევანს ეკლესია პატივს სცემს დს რა გარემოებაშიც არ უნდა მოუხდეს ერს ცხოვრება, ეკლესია აღასრულებს, თავის მსახურებას“ – აცხადებს დეკანოზი დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც დეკანოზმა, სვეტიცხოვლის ეზოში, საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, ეკლესია ყოველთვის ხალხის ნებას მიჰყვება.

„ძალიან ბევრი განცხადება მოვიძიეთ ამ თემაზე, რაც გაკეთებული იყო პატრიარქის მხრიდან, საპატრიარქოს მხრიდან. აქ ყოველთვის იყო ხაზგასმული, რომ ქართველი ერის არჩევანს ეკლესია პატივს სცემს და რა გარემოებაშიც არ უნდა მოუხდეს ერს ცხოვრება, ეკლესია აღასრულებს, თავის მსახურებას. ასე იყო ისტორიულად. სრულიად განსხვავებულ საზოგადოებრივ წყობილებებშიც ეკლესია ასრულებდა თავის მსახურებას. ეკლესიის მსახურებაა ადამიანის ქრისტესთან მიყვანა და ეს საჭიროა ყოველთვის. კონკრეტულად ამ შეკითხვაზე პასუხს სცემს პატრიარქის და საპატრიარქოს განცხადებები, რომ ჩვენ ერთი კულტურა გვაკავშირებს ევროპასთან და რომ ხალხის არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები