,,დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას”- რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ,,დებიძინიზაციას”.

,,საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ,,ქართულ ოცნებას” არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას.  ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან,”- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი თემები