,,რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს”- პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტში, სვენ მიქსერის მიერ, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.  სიტყვით გამოსვლისას, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა, რომ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება, პირველ რიგში საქართველოსთვის არის კარგი და არა ვინმე სხვისთვის

,,რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს. მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს კომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი. ეს ძალიან მარტივია და ამაზე მარტივი დავალება ვერ იქნება. იდეალური დროა ახლა საქართველოსთვის, რომ აღმოფხვრას დაპირისპირება, რადგან ეს საქართველოსთვის არის კარგი და არა ვინმე სხვისთვის” – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მსგავსი თემები