,,სჯობს, გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, ვიდრე კოლეგები ლანძღო”- იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

„ოპოზიცია ცდება. მათ რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ, სჯობს, ამ გეგმებზე ილაპარაკონ ტრიბუნიდან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ საქმისთვის აქვს შექმნილი, ვიდრე კოლეგები ლანძღო, ცალკე გახვიდე, ოთახში ჩაიკეტო და იმ გეგმებზე ილაპარაკო, რაც შენ გარდა, არავის აინტერესებს“, –  ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია თქმით, სასამართლო რეფორმების განხორციელებას 6 თვე არ ეყოფა.

,,მე ვუსმენ ჩვენი სასამართლოს წარმომადგენლებს და ისინი ამბობენ, რომ უკვე დანერგილი აქვთ ევროპული სტანდარტი და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინაც კი ვართ და ვფიქრობ, ამ სტანდარტის დაკმაყოფილება პრობლემა არ უნდა იყოს. ამ პუნქტს  ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ შეასრულებს ტექნიკურად, კანონში ცვლილებებს შეიტანს რაღაცებს გააკეთებს და იტყვის, რომ ჩვენ ახლა უკვე ევროპული სასამართლო გვაქვს, როგორც ეს ჩვენ გვესმის ყველა რეფორმის შემდეგ სასამართლო სისტემაში, მაგრამ იმისთვის, რომ მართლა რამე ეშველოს სასამართლოს ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით, სულ სხვა რამეა საერთოდ გასაკეთებელი. ჩვენ უბრალოდ ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ამ პროცესს, რომ რაც არსებობს, ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. ოპოზიციიდან ჩემი კოლეგების და ენჯეო სექტორის ხედვებს გაიზიარებს თუ არა “ქართული ოცნება”, მნიშვნელობა არ აქვს, ეს მაინც არაფერს შეცვლის. ჩვენი ინტერესია, ჩვენი ხედვები გაიზიარონ. თუ არ გაიზიარებენ, საზოგადოებას ვეტყვით, ჩვენი აზრით როგორი უნდა იყოს სასამართლო, მაგრამ აქ სხვა პროცესი მიმდინარეობს, მიმდინარეობს ევროპელების მოთხოვნების შესრულების პროცესი ტექნიკურად, რომელიც ჩემი აზრით, სასამართლო ნაწილში ეფექტური არ იქნება, მაგრამ ამ ნაწილში ბევრსაც ნუ მოვთხოვთ ევროპელებს. სასამართლო ჩვენი გასაკეთებელია და ამას 6 თვე არ ეყოფა. ამას მეტი მუშაობა სჭირდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, ახლა ისე უნდა შევასრულოთ, რომ იმათთვის გასაგები იყოს, რომ ეს მოთხოვნები შევასრულეთ. თუ ამას კონსენსუსით მივიღებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მივალთ ევროპელებთან და ვეტყვით, რომ ეს 12 პუნქტი შევასრულეთ, დაგვიჯერებენ. თუ კონსენსუსი არ იქნება და დეტალური განხილვა წავა – არა,”- განახადა იაგო ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები